logo
GE / EN / RU

კომპანია


 

კომპანია 1GE 2018 წელს დაარსდა და ის თავის საქმიანობას წარმართავს განახლებადი ენერგიებისა და ელექტრომობილობის სფეროში. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიების გამოყენებას და ელექტრომობილობის განვითარებას კავკასიის რეგიონში. ამ მიზნით, კომპანია 1GE  აქტიურად თანამშრომლობს როგორც უცხოურ, ასევე, ადგილობრივ კომპანიებთან.

 

2018 წლის დეკემბერში კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ელექტროსკუტერებისა და ელექტრომანქანების მწარმოებელი ქარხნები და შეხვდნენ პასუხისმგებელ პირებს. მოცემულ ეტაპზე კომპანია ინტენსიურ დიალოგს აწარმოებს ჩინელ პარტნიორებთან. აღნიშნული დიალოგი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ელექტრომობილობის განვითარების ხელშეწყობას კავკასიის რეგიონში.